ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმის დაწყებიდან ის და ჩიკვაიძე ერთად მუშაობდნენ.

"ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს.  

ამ საქმის დაწყებიდან, მე და გიორგი ერთად ვართ, ერთად გადავადგილდებოდით. პროკურატურამ დააყენა მიზეზი, რომ ვითომ, გიორგი ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან მიახლოებას", - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სასამართლო დარბაზში დააკავეს.

მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

რაც შეეხება მის ბიზნესპარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს, მას ისევ გირაო შეეფარდა.