საბურთალოს რაიონის გამგეობამ მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. 1 000 კვ. მ ფართობზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო გასართობი ზონა, სტრიტბოლი, განათებისა და სარწყავი ქსელები.

სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.

პროექტის ჯამური ღირებულება 300 000 ლარია.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.