იმ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პაემნის გაუქმებაზე, ამაზე დამატებით კომენტარს გავაკეთებ მას შემდეგ, რაც შევხვდები თავად მას და ციხის ადმინისტრაციას და მოვისმენ ინფორმაციებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ თვითმკვლელობის საქმეებს, ეს მის მანდატში არ შედის.

"იმ ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პაემნის გაუქმებაზე, ამაზე დამატებით კომენტარს გავაკეთებ მას შემდეგ, რაც შევხვდები თავად მას და ციხის ადმინისტრაციას და მოვისმენ ინფორმაციებს.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ თვითმკვლელობის საქმეებს, თქვენ იცით, რაც არის ჩემი მანდატი და სწორედ ჩემი მანდატით შევდივარ, რომ მოვისმინო უშუალოდ ის საკითხები, რაზეც მან და მისმა ადვოკატმა განაცხადეს. სხვა საკითხები, რაც დაკავშირებულია მის წერილებთან, რაც პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს, ეს არ არის სახალხო დამცველის საკითხი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.