თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისთვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე, - ამის შესახებ სსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტი შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ჩვენთვის ანამნეზი ცნობილია. კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდა ყველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე, ყველა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია. შემდგომი მონიტორინგისათვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, დაყოვნდა პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაში. თუ კლინიკური მდგომარეობა როგორც არის ისე გაგრძელდა, ჩივილი არ დაფიქსირდა, არ დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისთვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მომხდართან დაკავშირებით 6 პირია დაკავებული.