აქტივისტი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პატიმრობაში რჩება მასთან ერთად საქმეში ფიგურანტი  ვასილ ქერდიყოშვილიც.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. მას მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა და მიმალვა ედება ბრალად. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.