პროფკავშირებში ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაპირისპირება სხდომაზე დასწრების საკითხს მოჰყვა. შენობაში არ შეუშვეს "ლაბორის" წარმომადგენლები, რომლის იურისტიც "ევოლუშენ ჯორჯიიდან" გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს. ისინი პროფკავშირების გამგეობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.

"ლაბორის" წარმომადგენლების თქმით, პროფკავშირები მიტაცებული აქვს კონკრეტულ დაჯგუფებას, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს არ ითვალისწინებს.