ქუჩიდან უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს, მხოლოდ ქუჩის ბრძოლა გადაარჩენს ამ ქვეყანას და სამართლიანობას დაამკვიდრებს, - ამის შესახებ დაკავებული აქტივისტი ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განაჩენი უსამართლო და უკანონო იყო.

"განაჩენი ძალიან უსამართლო და უკანონო იყო. გადაკვალიფიცირება ისე შეიძლებოდა, რომ მაქსიმუმი 1 წელი და 6 თვე ყოფილიყო. სასამართლო პოლიტიზებულია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულება კი მკვდარია, თუმცა ბრძოლა აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.

ქუჩიდან უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ჰქონდეს, მხოლოდ ქუჩის ბრძოლა გადაარჩენს ამ ქვეყანას და სამართლიანობას დაამკვიდრებს”,  - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ. 

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.