რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს, მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა, ასევე ხელმისაწვდომია პორტალ Flightradar-ზე.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი იძულებული გახდა დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგან სანავიგაციო მოწყობილობების პრობლემა შეექმნა.