თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 მარტიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

"საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.