როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე, არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან.

"როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან!", -  წერს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომლის მიხედვითაც, გორში სამართალდამცველები დაკავებულს ფიზიკურად უსწორდებიან.