რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დაშავებული ბავშვები და “მერსედესის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.