"კოალიცია ცვლილებისთვის" დაპატიმრებული ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის გია ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.

რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში ზურა ჯაფარიძე დედაზე წერდა.

“დედაჩემზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს”, – წერდა ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა 23 ივნისს მიუსაჯეს.

ზურაბ ჯაფარიძე მეოთხე სინდისის პატიმარია, ვისაც მშობელი ციხეში ყოფნის დროს დაეღუპა.