განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა  აშშ-ში ვიზიტის დროს "ჩაუშვა”. ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” აშშ-ში ვიზიტის დროს. შვილის ამბავი კი ეფ-ბი-აი-სთან ჩვენების მიცემის კვალის დასაფარად გამოიყენა.

ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება…

თქვენ კიდევ რაღაც ფრენაზე ედავებით…“, - წერს გია ხუხაშვილი.