საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმეს.

"რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.