ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

პსჟ-მ „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა მეორე ტაიმში შეძლო - ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში პირველი ქართული გოლია.