66 წლის ასაკში "მილანის" ყოფილი კაპიტანი და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ფრანკო ბარეზიმ მთელი თავისი პროფესიული კარიერა მხოლოდ "მილანს" მიუძღვნა, ის გუნდის ღირსებას 1978 წლიდან 1997 წლამდე იცავდა.

"როსონერიში" 19 სეზონის განმავლობაში მცველმა 716 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსი სერია A-ს ტიტული და სამი ჩემპიონთა თასი.

ბარეზის კარიერა იტალიის ნაკრებშიც არანაკლებ ბრწყინვალე იყო, სადაც მან 81 მატჩი ჩაატარა. "აძურას" შემადგენლობაში ბარეზიმ მსოფლიო ჩემპიონატების მედლების სრული კომპლექტი მოიპოვა: ოქრო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერცხლი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ბრინჯაო 1988 წლის ევრო ჩემპიონატზე.

ბარეზი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთია იმ იშვიათი მოთამაშეთა შორის, ვინც მსოფლიო პირველობაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების დაუფლება შეძლო.

1997 წელს "მილანმა“ ფრანკო ბარეზის პატივსაცემად 6-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.