09:00 საათზე - ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზო), „საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისია (GFCM)-ის პროექტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი „აკვაკულტურის ზოგადი აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში“ გაიმართება.

მისამართი: მარშალ გელოვანის გამზ.N32

საკონტაქტო პირი: ნინო ჩობანიანი - 599 58 07 85

10:00 საათზე - 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი


12:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი


15:00 საათზე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)