11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ირაკლი ბერიძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე - "ძლიერი საქართველო-ლელოს" აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ქართული ოცნების" როლი ყულევის ჯერ კიდევ ამოქმედებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასა და საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტში".

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.