10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ გივი თარგამაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" დირექტორის გიორგი კობიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების ბინაზე, კარდაკარ შემოწმება: როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა დარღვევები ვლინდება, რა ვალდებულებები აქვთ ცხოველების მეპატრონეებს და რა რეკომენდაციებს იღებენ შემოწმების დროს სააგენტოს წარმომადგენლებისგან".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.