ე.წ. ბიზნესმენებს ვეუბნები, ბიჭო, თქვენი გაკულაკების გეგმა დადო კაცმა, ფინანსურ დანაშაულზე დაგიჭერთ და მერე წაგართმევთ ქონებას, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველას ქონებას უყურებს, როგორც თავისას.

"ე.წ. ბიზნესმენებს ვეუბნები - ბიჭო, თქვენი გაკულაკების გეგმა დადო კაცმა. ფინანსურ  დანაშაულზე დაგიჭერთ, მერე წაგართმევთ ქონებას, ამოიღებს თქვენს ქონებას. ბიძინა ყველას ქონებას უყურებს, როგორც თავისას. რუსეთში ვოვა ამბობს, რომ რუსეთში რა ფულიც არის, ყველა მისია და ბიძინაც ასეა. რომეო მიქაუტაძეს ეგონა, რომ მილიარდები იშოვა და წამოწვებოდა, ხან მალდივებზე წავიდოდა და უცებ, ჰოპ და ამოყო თავი ციხეში.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები გვინდა, ოღონდ არა ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა არჩევნებს არ ატარებს. ბრძოლის გარდა სხვა გზა არ გვაქვს და მე ამ ბრძოლას ჩემებურად ვუყურებ - თუ ამ კაცს არ გადავაგდებთ და მშვიდობიანად არ დავამხობთ, არაფერი არ გამოვა. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ადამიანებში უიმედობამ დაისადგურა.  ჩვენ ახლა უნდა ჩავისუნთქოთ, ხელები ყველამ უნდა ჩავჭიდოთ და გვესმოდეს, რომ ან გამოვტაცებთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას, ან უბრალოდ, ყველას ციხეში გაგვიშვებს და ჩვენს ქვეყანას ჩააბარებს რუსეთს, რასაც უკვე აკეთებს. ეს აღარ არის პათეტიკა, ეს ასეა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.