"ქართულმა ოცნებამ"  მრავალი კანონი მიიღო, ისინი მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო  ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

მისივე თქმით, ამაზე პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი ზეწოლა ხელისუფლების მიმართ.

"ქართულმა ოცნებამ"  მრავალი კანონი მიიღო, ისინი მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას ისახავს მიზნად. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა - გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.

იმედი არ უნდა დავკარგოთ და ვეცადოთ, რომ  კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად " , - განაცხადა პეტრა ბაირმა.