11:00 საათზე - საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მარიამ დოლიძე და ლაშა ტყეშელაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "ზვიად ხარაზიშვილის და გდდ-ს თანამშრომლების მიერ, ლევან ხაბეიშვილის გატაცებისა და ცემის ფაქტი"

მისამართი: ვახტანგ გორგასლის 24, ორთაჭალა; გენერალური პროკურატურა

საკონტაქტო პირი: მარიამ დოლიძე - 574 000 706

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2026 წლის მარტი

მისამართი: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:30 საათზე - პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

14:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N417 (C კორპუსი, IV სართული)

 

19:00 საათზე - საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: "ქართული ოცნების პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სისტემურ პრობლემებზე საქართველოში“.

მისამართი: ზუბალაშვილების #32 (უზენაეს სასამართლოსთან)