10:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

10:30 საათზე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის (GRCC) თანაორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრა გაიმართება.

მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო ნომერი: 599 95 27 27

 

11:00 საათზე - რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, პაატა ბურჭულაძე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საერთო განცხადებას გააკეთებს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.

საკონტაქტო პირი: მარიამ დოლიძე - 574 000 706

 

12:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, დავით ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: "კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტი".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

13:00 საათზე - სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.