პირიქით, უნდა გაასაჯაროონ და საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რომ ევროკავშირის მოთხოვნებს ასრულებენ, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

ჩეჩელაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ნამდვილად ახორციელებდა ევროკავშირის მოთხოვნილ რეფორმებს, სწორედ საჯაროობა იქნებოდა მათი საუკეთესო არგუმენტი.

"თუკი ხელისუფლება რეალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ეს უნდა დაენახვებინათ საზოგადოებისთვის. თუმცა ფაქტია, რომ საკუთარი თავის მიმართ დარწმუნებულები არ არიან. როგორ უნდა იყვნენ დარწმუნებულები, როცა 12-პუნქტიანი გეგმა ჯერ 9-მდე, ბოლოს კი 8-მდე შემცირდა და არცერთი მათგანი არ შესრულებულა? პირიქით, კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების შეზღუდვისა და გამოუძიებელი საქმეების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯები აქვთ.  სწორედ ამან შეიყვანა ჩიხში ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პრეტენზია, რომ „არავინ ესაუბრება მათ“, იმითაა განპირობებული, რომ ნდობის რესურსი ამოიწურა.

"იყო დრო, როცა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ახლა ეს ნდობა აღარ არსებობს. ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში მის მიმართ ნდობის კრედიტი ამოიწურა. ამიტომ მხოლოდ დეკლარაციები აღარ კმარა, საჭიროა რეალური ქმედებები, რისთვისაც „ქართული ოცნება“ მზად არ არის. ზოგიერთმა განცხადებამ კი, პირიქით, საფუძველი მოუხსნა უნდობლობას – მაგალითად, გაუთავებელმა კონსპიროლოგიურმა თეორიებმა „დიფ სტეითის“ შესახებ. თითქოს ევროპას ის მართავს და მარტო ფიცო, ორბანი და ახლა უკვე ტრამპიც მას ებრძვის. ასეთ განცხადებებზე სერიოზული ევროკავშირის ლიდერები აღარ საუბრობენ", – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ჩეჩელაშვილის თქმით, ევროპაში „დიფ სტეითთან“ დაკავშირებით კომენტარს არავინ აკეთებს, რადგან ეს თემა იქაურ პოლიტიკურ სივრცეში უბრალოდ სასაცილოდ მიაჩნიათ.