10:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.

10:30 საათზე - მედიის კითხვებს მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს“ ოფისში ლევან სამუშიას და თორნიკე ართქმელაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უკანონო საგამოძიებო კომისია.

 

11:00 საათზე - "საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“ შესახებ დისკუსიების სერიის პირველ შეხვედრას გამართავს.

მისამართი: „ტერმინალი აბაშიძეზე“ (ირაკლი აბაშიძის ქ. №34, მე-2 სართული.)

საკონტაქტო პირი: ნანა ამისულაშვილი - 577 777 627

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "პროფესიული გადამზადების პროგრამაზე („ისწავლე და დასაქმდი" ) რეგისტრაციის შედეგები: როგორია მიმართვიანობა და რომელ სპეციალობებზეა მოთხოვნა. კოლეჯმა „სპექტრმა“ საჩხერეში ახალი ფილიალი გახსნა, სადაც სასწავლო პროცესი აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება - რომელ პროგრამებზეა მიღება“.

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

16:00 საათზე - თსსუ-ში სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2024“ საზეიმოდ გაიხსნება

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის III კორპუსი, თეატრალური დარბაზი.