11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე - პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

14:00 საათზე - სასტუმრო "მუზეუმში" მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" საპირველმაისო კონფერენციას გამართავს.

საკონტაქტო პირი: მერაბ ქართველიშვილი - 593 18 69 94

 

14:00 საათზე - ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.