სომხეთში საპარლამენტო არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, სომხეთის ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი იქნება ოთხი პოლიტიკური ძალა: "სამოქალაქო კონტრაქტი", ბლოკი "ძლიერი სომხეთი“, ბლოკი "სომხეთი“ და "აყვავებული სომხეთი".

მანდატების შემდეგნაირად გადანაწილდება: "სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი, ბლოკი "სომხეთი“ – 11 მანდატი, პარტია "აყვავებული სომხეთი“ – 5 მანდატი.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:

"სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% (727 160 ხმა) მოიპოვა. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც მიიღო 23,29% (340 062 ხმა). მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც მოიპოვა 9,94% (145 097 ხმა). მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც მიიღო 4,00% (58 368 ხმა).