აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანს კიდევ ერთხელ წაუყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს ჯოჯოხეთი ელის.

"გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება – 48 საათი, სანამ მთელი ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!“, – წერს ტრამპი.

22 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს 48 საათი მისცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.

ირანმა ომის დასაწყისში ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, რამაც ნავთობის მასშტაბური კრიზისი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია. ამან ასევე გამოიწვია ბენზინის ფასების ზრდა აშშ-ში, რამაც ვაშინგტონი აიძულა, სრუტის განბლოკვისთვის ებრძოლა, რადგან ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა აშშ-ის არჩევნებსა და რესპუბლიკელების პოზიციაზე.