საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის ფონზე ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ერთ წევრზე თავდასხმა სამივე წევრზე თავდასხმად ჩაითვლება.

მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა.

ერთობლივი განცხადების თანახმად, დოკუმენტის მიზანია კოლექტიური შეკავების გაძლიერება და პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, მხარეებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა სამხედრო ვალდებულებებს იღებენ ან რა ქმედებებს განახორციელებენ თავდასხმის შემთხვევაში.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. ის ასევე არ აუქმებს მონაწილეებსა და სხვა ქვეყნებს შორის არსებულ შეთანხმებებს.

საუდის არაბეთი ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად რჩება, თურქეთს ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, პაკისტანი კი ისლამურ სამყაროში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა.