ირანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა მალე, შესაძლოა, უკვე ამ შაბათ-კვირას ევროპაში მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტების ტექსტი თითქმის მზადაა და ხელმოწერა შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს. მან აღნიშნა, რომ პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ორივე მხარე მიზნად ისახავს შედეგების მიღწევას.

"ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას და ახლა, დოკუმენტების საბოლოოდ ვამუშავებთ, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, წინ მივდივართ. სავარაუდოდ, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება. ეს შესანიშნავი მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც ამ ყველაფრის გავლა მოგვიწია. ამიტომ ეს ძალიან დიდი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

როგორც კი ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, სრუტე გაიხსნება. როგორც კი ხელს მოვაწერთ, ძალიან მალე, შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ევროპაში. მე იქ ყოფნას ვერ შევძლებ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება. ასევე რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც”, – განაცხადა ტრამპმა.