სენაკში შვილმა მამა დაჭრა.

65 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.