აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას მოლოდინს გადააჭარბებს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.