როგორც ნანუკასგანაც ირკვევა, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების სტადიაზე, მიშას "პოსტი" ძალიან გასაგებია იმ კონტექსტში, რომ მას სურს ცვლილებები და პარტიის გაძლიერება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პარტიაში შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს.

"ფაქტი არის ერთი, როგორც ნანუკასგანაც ირკვევა, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების სტადიაზე, მიშას "პოსტი" ძალიან გასაგებია იმ კონტექსტში, რომ მას სურს ცვლილებები, პარტიის გაძლიერება. რაც შეეხება ნანუკას, მისი პოზიციაც ახლა ვნახე, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, რომ მას აქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომლის შესახებაც მე არ ვიცი, ალბათ, ოფიციალური პოზიცია იქნება მას შემდეგ, რაც ორივე ოფიციალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ორივე და პარტიაც თავისას გადაწყვეტს.

რაც გავიგეთ დღეს მიშას პოსტიდან და როგორც გითხარით, რომ ძალიან ნორმალური მიდგომაა პარტიაში კონკრეტული დემოკრატიის გაძლიერება და გაძლიერება ზოგადად პარტიის, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს. 

რაც შეეხება ვთქვათ, ვინ მოვა, სად წავა, როგორი იქნება, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. 

პარტიის შიდა სტრუქტურაზე, გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ყოველდღიური საუბრები არსებობს. მიშა, რომელსაც შეუცვლელი როლი აქვს ამ პარტიაში, მასთან ეს კოორდინაცია სულ აქვს, მათ შორის გენერალურ მდივანს, დარწმუნებული ვარ, თავმჯდომარესაც, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ყოველდღიურ საქმიანობაში და არა მხოლოდ ყოველდღიურ საქმიანობაში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როცა შეიძლება რუტინულად იმოქმედო, ჩვენი მოცემულობა საქართველოში დღეს არის უმძიმესი ანტიქართული პოლიტიკით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო ძალაუფლება -  ხელისუფლება. 

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში, გასაძლიერებლად შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგეგმება რადიკალური ცვლილებები პარტიაში და შეთანხმდნენ, რომ პარტიის რეფორმებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი შეუერთდებათ.