ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან დალაგებას ვერ აღწევს იმიტომ, რომ ინტერესები არის არათავსებადი, თანაც, ბევრად უფრო მარტივია რაღაცის ჩაშლა, ვიდრე მიღწევა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება უნდა, მაგრამ მისთვის ეს დალაგება გულისხმობს იმას, რომ არ დაუსვან კითხვები არჩევნებზე, თავისუფალ მედიასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

"ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს იმდენადვე უნდა აშშ-თან ურთიერთობების დალაგება, როგორც ეს უნდა პუტინს. გააჩნია, რას ვეძახით ჩვენ დალაგებას, დალაგება იქნებოდა ის, რაც ადრე იყო ამერიკასა და საქართველოს შორის - სრული თანხვედრა, თანამშრომლობა, ერთიანი მიზნების ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება იმ ფარგლებში, რომელიც მხარეებს ხელეწიფება, მეორე კი არის პუტინის ვერსიები, მიიღეთ ახალი რეალიები მოცემულობად - ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, დემოკრატიის ფეხებზე დაკიდება, ადამიანების წამება და კი ბატონო, გადავიტვირთოთ. რასაც პუტინი ამბობს, იმას ამბობს ივანიშვილის რეჟიმიც. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ამერიკასთან დალაგება უნდა, მაგრამ მისთვის ეს დალაგება გულისხმობს იმას, რომ არ დაუსვან კითხვები არჩევნებზე, თავისუფალ მედიაზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან დალაგებას ვერ აღწევს იმიტომ, რომ ინტერესები არის არათავსებადი, თანაც, ბევრად უფრო მარტივია რაღაცის ჩაშლა, ვიდრე მიღწევა.

რაც შეეხება ამათ ქება-დიდებას, ასეთი რამ შევარდნაძესაც კი არ უკადრებია გაგანია საბჭოთა კავშირის დროს, რომ ბრეჟნევისთვის ასეთი რამეები ემღერა, ან სხვა ლიდერისთვის. აქ ის არის პრობლემა, რომ თანამდებობაზე არის ადამიანი, რომელსაც მანდატი არ აქვს და აქვს სხვას. ზუსტად ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა, როდესაც თანამდებობაზე სხედან ადამიანები, რომლებიც თავადვე ამბობენ მანდატების საკითხს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.