აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ.

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არანაირი ფორმით, მე დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, რომელიც ასევე დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი ტარიფები დააწესა.