აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტარიფები ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

"ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

რაღაც მომენტში, იმედი, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები“, – წერს ტრამპი.