შეერთებული შტატები აღარ დაიცავს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გარდა ამისა, ვაშინგტონი უარს ამბობს თეირანთან მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

ანკარაში ნატოს სამიტის დროს ტრამპმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, ირანის რეჟიმმა მისი მოკვლა სცადა.

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გიჟმა ირანელებმა ბირთვული იარაღი მიიღონ. ირანმა ჩემი ლიკვიდაცია სცადა და ათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა. არა მგონია, თავად ესმოდეთ რას აკეთებენ. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ მათზე და მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც საჭიროა“, - განაცხადა ტრამპმა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ უწოდა ირანელებს "გიჟები" და "ბოროტები“ და განაცხადა, რომ სძულს ისინი.

"ისინი ხელმოცარულები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დიდი ხნის წინ დადებდნენ ჩვენთან შეთანხმებას. ჩვენ უკვე გავანადგურეთ მათი პირველი ხელმძღვანელობა, შემდეგ კი მეორე. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ხალხია. ისინი ძირფესვიანად უნდა განადგურდნენ, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეერთებული შტატებისთვის დასრულდა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაუქმდა.

"მე აღარ ვარ დაინტერესებული ირანთან მოლაპარაკებებით“, - აღნიშნა ტრამპმა.