“ქართული ოცნება" არის დესტრუქციული და არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიმართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა მთლიანად  იზოლაციაში მოაქცია და არც კი ცდილობს ქვეყნის განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ამის პარალელურად, ისინი დესტრუქციისთვის იყვნენ იქ ჩასული და ეს დესტრუქცია მის გამოსვლებში ძალიან ნათელი იყო, თუმცა ამ შეხვედრას და ამ ფორმატს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა.

როგორც იცით, ერთ-ერთი ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის და სულ სხვა სულისკვეთება იყო დაგეგმილი და ეს დაფიქსირდა კიდეც, უბრალოდ, "ქართული ოცნება" არის დესტრუქციული და არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.