უკრაინა არტყამს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც სამხედრო მანქანას აფერხებს, რუსეთი კი პირდაპირ ჰუმანიტარულ დანაშაულს ჩადის, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის დინამიკა ბოლო თვეებში შეიცვალა და დრონების საკითხმა დიდი შედეგი გამოიღო.

"უკრაინა არტყამს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც სამხედრო მანქანას აფერხებს, რუსეთი კი პირდაპირ ჰუმანიტარულ დანაშაულს ჩადის. რუსეთი მხოლოდ დომინაციით, დაპყრობით და არათანსწორი ურთიერთობებითაა დაინტერესებული, მით უმეტეს, მასზე პატარა და მცირე ქვეყნებთან.

უკრაინის დინამიკა ბოლო თვეებში შეიცვალა და რა თქმა უნდა, ეს არის მიხაილო ფედოროვის პირდაპირი დამსახურება იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანია. კი ბატონო, სირსკი გამოცდილია და სარდალია, მაგრამ აზროვნებს კლასიკურად. ეს არის "ძველი სკოლა", მაგრამ ეს სკოლა არ მუშაობს, როცა უკრაინა უპირისპირდება რუსეთს. კლასიკურ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, უკრაინა წააგებს, მხოლოდ ასიმეტრიული ომის საშუალებით შეუძლია მოგება და აქამდე ზალუჟნიმ და ახლა ფედოროვმა წარმოუდგენელი რამ მოახერხეს არასიმეტრიულად, დრონები უკვე ამხელა მილიარდობით ზიანს აყენებს რუსეთს. უკრაინის "კოზირი" არის ზუსტად ეს", - განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.