კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი.

2 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე მასშტაბური, კომბინირებული შეიარაღებული შეტევა განახორციელეს.

კიევზე ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო და საცხოვრებელი შენობები.

მტრის დარტყმების შედეგად ყველაზე მეტად დარნიცის რაიონი დაზარალდა, სადაც ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი განადგურდა (პირველიდან მეექვსე სართულამდე შესასვლელი ჩამოინგრა).

კიევის მერის თქმით, დაზიანდა შენობა, სადაც სასწრაფო დახმარების სადგური იყო განთავსებული. დაშავდა  ქვესადგურის მძღოლებიც. დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლიჩკოს თქმით, დაშავებულია 5 მედიკოსი, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქალაქის რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარი, მათ შორის კერძო სახლებში.

ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.