უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 405 900 (+1 140) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.07.26-მდე: ტანკები – 12 069 (+0), ჯავშანტექნიკა – 24 861 (+5), საარტილერიო სისტემები – 45 168 (+57), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 910 (+7).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 459 (+0), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 791 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 385 190 (+2 123), ფრთოსანი რაკეტები – 4 798 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 114 852 (+353), სპეციალური ტექნიკა – 4 376 (+7).