12 მაისს, რუსულმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
დაღუპულია 43 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი.
დაშავებულთა შორის არის 9 თვის გოგონა.
ამ დროისთვის დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
12 მაისს, რუსულმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
დაღუპულია 43 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი.
დაშავებულთა შორის არის 9 თვის გოგონა.
ამ დროისთვის დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
1778606768
მისი თქმით, საქართველოში მიხვდნენ, რომ რუსეთთან თამაში უკრაინის ომის ფონზე არ სურთ, რაც ზატულინს აფიქრებინებს, რომ საქართველო ევროკავშირის მოთხოვნებს არ დათანხმდება და მათ დიქტატს არ დაემორჩილება."ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შანტაჟს მისივე მისწრაფებებით. თავის დროს საქართველო ევროკავშირისკენ გადაიხარა, გამოაცხადა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კურსი. ახლანდელ ხელისუფლებას ამ განცხადებებზე უარი არ უთქვამს, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. საქართველომ ჯერ კიდევ 2022 წელს უარი თქვა ანტირუსულად განწყობილი ევროპისთვის ცეცხლიდან წაბლის ამოღება დაეწყო. საუბარია საქართველოს წაქეზებაზე, რუსეთის სამხრეთით ფაქტობრივად მეორე ფრონტი რომ გაეხსნათ. ცხადია, რომ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტისთვის აქეზებდნენ, ახლა ეს მცდელობები განახლდა. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავს ახვევენ რუსეთთან ურთიერთობის გართულებას ევროკავშირთან ურთიერთობის წინაპირობად. იგივე ხდება, მაგალითად, სერბეთთან მიმართებითაც...საქართველოსთან საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს. კვლავ არ გაგვაჩნია დიპლომატიური ურთიერთობა. ეს დაკავშირებულია არა ევროკავშირთან, არამედ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის კონფლიქტებთან. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. საქართველოს პოლიტიკური კლასი არაა მზად უკან წაიღოს წარსულის პრეტენზიები რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ამასთან ერთად, საქართველოში მიხვდნენ, რომ რუსეთთან თამაში უკრაინის ომის ფონზე არ სურთ. ამიტომაც არ მგონია, რომ საქართველო ევროკავშირის მოთხოვნებს დათანხმდება და მათ დიქტატს დაემორჩილება. საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის რუსეთთან ბრძოლის მსხვერპლი. ამისთვის მზადაა მხოლოდ საქართველოს ოპოზიცია, მაგრამ ის უმრავლესობის ნდობით ვერ სარგებლობს", - განაცხადა ზატულინმა.
1778598044
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ განსხვავდება სხვა ავტოკრატიული ხელისუფლებებისგან."ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში, რასაც მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება ჰქვია.ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ განსხვავდება სხვა ავტოკრატიული ხელისუფლებებისგან. მისნაირებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიმრავლე აშინებს და გარკვეულ მოტივაციას აძლევს, რომ ცვლილებები მოახდინოს.ის, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, ყველამ იცის, მაგრამ შინაარსი დამოუკიდებლობის, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბევრს სხვანაირად ესმის და საქართველო დამოუკიდებელი იქნება მაშინ, როცა ექნება დემოკრატია, როცა არ იქნებიან ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და როცა ექნება თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
1778596750
კატონა აცხადებს, რომ 71 წლის ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას მმართველი რეჟიმის კრიტიკის გამო დევნიან.„ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“, - წერს კატონა.პაატა ბურჭულაძეს სასამართლომ „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
1778591265
"ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს“, – აღნიშნულია მილოცვაში.
1778585565
ასევე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები შეისწავლოს."რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ...მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი, მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. ამასთან, რეზოლუცია "მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი დემოკრატიული აქტივობის გამო“.რეზოლუცია საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
1778584267
"თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ. ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტესმიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყოველნი ერთ იყვნენ. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს. ამიტომ, დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს-პატრიარქთა ღვაწლის წინაშე, შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა, შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის, მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი“, – განაცხადა შიო მესამემ.
1778582051
მისი თქმით, ეს არის სუვერენიტეტის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი."საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს. თავისი პლუსებით და მინუსებით, როგორებიც ვართ, ასეთები ვართ. ვართ ამაყები, ვართ ეროვნულები და ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს. შესაბამისად, ქართველებს დაგვაბრალონ ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავს და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში. ეს არის სუვერენიტეტის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და ბევრ ქვეყანაში სამწუხაროდ, დღეს ისეთი მოცემულობაა, თანამედროვე მსოფლიოში, ეს ვერ ხერხდება და გარედან ნაკარნახევი ხელისუფლებები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ სიამაყის საფუძველი შეიძლება იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1778579720
მისივე თქმით, 26 მაისამდე ყოველ დღე ექნებათ მსვლელობები მთელ ქალაქში."26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დავიძვრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, იქ შევიკრიბებით. დღეს რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება, ბევრი მოდის. ასე, რომ ვინც გვიყურებს ვეუბნებით, რომ არ გამოგრჩეთ, თქვენც უნდა მოხვიდეთ იმიტომ, რომ ერთად შეგვიძლია გამარჯვებას მივაღწიოთ, ერთ მუშტად შეკრულ ქართველს ერს ვერავინ წინ ვერ აღუდგება. მოვიარეთ ქუჩები, დანაწილებული ვართ სხვადასხვა ადგილებში, ხვალ უკვე სხვა ადგილას ვიქნებით და ყოველ დღე გვექნება ასეთი მსვლელობები მთელ ქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, ჩამოვართვათ ხელი, მოვიწვიოთ 26-ში და შევთავაზოთ საყოველთაო ერთიანობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს"
1778317901
ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
1778079807
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
1778062295
"მხოლოდ თბილისში დღეში 1100 ადამიანს უწერენ 50-ლარიან ჯარიმას, წელიწადში ეს არის ოცი მილიონი ლარი, რომელიც იხარჯება არამიზნობრივად"
1777625041
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
1777728051