ის, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, ყველამ იცის, მაგრამ შინაარსი დამოუკიდებლობის, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბევრს სხვანაირად ესმის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ განსხვავდება სხვა ავტოკრატიული ხელისუფლებებისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში, რასაც მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება ჰქვია.

ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ განსხვავდება სხვა ავტოკრატიული ხელისუფლებებისგან. მისნაირებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიმრავლე აშინებს და გარკვეულ მოტივაციას აძლევს, რომ ცვლილებები მოახდინოს.

ის, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, ყველამ იცის, მაგრამ შინაარსი დამოუკიდებლობის, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბევრს სხვანაირად ესმის და საქართველო დამოუკიდებელი იქნება მაშინ, როცა ექნება დემოკრატია, როცა არ იქნებიან ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და როცა ექნება თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა გიგი წერეთელმა.