აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების "მეორე ეტაპზე“ გადავიდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა თეთრი სახლი კრემლის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისთვის და ვლადიმერ პუტინის დასასჯელად (უკრაინაზე მასშტაბური დარტყმების გამო), ტრამპმა დადებითად უპასუხა.

"მე მზად ვარ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური დარტყმის ფონზე გააკეთა. რუსებმა კიევს, კრემენჩუკს, ოდესას, ზაპოროჟიეს, დნეპრის და კრივოი-როგის რეგიონებს შეუტიეს და 810 დრონი და 13 რაკეტა გაუშვეს. კიევში საცხოვრებელი შენობები და მინისტრთა კაბინეტის შენობა დაზიანდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა.