5 თებერვალს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 150 მოქალაქე დააბრუნა. დაბრუნებულთა შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაძლებელი გახდა მარიუპოლში და ზაპოროჟიეს ოლქში დატყვევებული საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, საჰაერო სადესანტო და სახმელეთო ძალების, ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და პოლიციის ოფიცრების დაბრუნება.

"ისინი ყველა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან არიან, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იყო.

"და დღეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის არის დღე, რომელიც იწონის წლების ლოდინს. ნამდვილი ბედნიერებაა მათი ნახვა სახლში, ცოცხლად, თავისუფლად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.