უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 303 550 (+1 180) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.04.26-მდე: ტანკები – 11 839 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 350 (+6), საარტილერიო სისტემები – 39 439 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 719 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 338 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 219 443 (+2 427), ფრთოსანი რაკეტები – 4 517 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 87 355 (+206), სპეციალური ტექნიკა – 4 112 (+3).