სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სერბეთის იმედი ჰქონდეს.

"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე გახსნას მოლაპარაკების ყველა კლასტერი, რაც შეიძლება მალე დახუროს ისინი, რადგან ეს არის უკრაინელი ხალხის, უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილი. ჩვენ არ გვქონია და არც მომავალში გვექნება პრობლემები ამასთან დაკავშირებით. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელგრადი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაეროს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.