ყოველი წლის 8 აგვისტოს (ეს რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო) რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატის და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხათგვერდში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ყოველ ჯერზე, მათი იქ მისვლა და თავისი ბინძური ფეხებით გმირების საფლავის ატალახიანება გვახსენებს, რომ კიდევ ერთი წელი მოვითმინეთ მოღალატე ყაჩაღთა პარპაში. კიდევ ერთხელ მივუშვით გმირთა საფლავზე, კიდევ ერთხელ ვათრევინეთ ტალახში ჩვენი ქვეყნის სახელი და დავაკნინებინეთ ქართველი ხალხის გმირობა.

ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ. თუ არა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა კიდევ იარსებებს მათი შემდგომი მისვლების დროს", - წერს სააკაშვილი.