სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პოლიტიკური როლი ამ მშვიდობის აღმშენებლობის პროცესში, -  ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა ქვეყანას ხელში ჩაუვარდა ისეთი პროექტი, რომლითაც შეიძლება დაბრუნება თამაშში, როგორც სრულფასოვანი მონაწილე.

"ვინაიდან ჯერ პირდაპირი კავშირი არ აქვთ რკინიგზის აზერბაიჯანს და სომხეთს ბუნებრივი მიზეზების გამო - ომი იყო და ასე შემდეგ, ამის გამო არ აღუდგენიათ, თუმცა ესეც მოხდება, გვთხოვეს საქართველოს მხარეს, რომ მივცეთ შესაბამისი რკინიგზის ტარიფი, რომ ეს ტვირთები გატარდეს. როგორც მხოლოდ აზერბაიჯანის წყაროებიდან ვიცით, ფანტასტიკური ტარიფი იყო განცხადებული საქართველოს მხრიდან, რომელიც ორმოცჯერ, ანუ 400%-ით აღემატება ჩვეულებრივ ტარიფს. ეს არის თავისთავად ძალიან სერიოზული და ძალიან მტკივნეული შეცდომა, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს და მე აქ მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს არ ვგულისხმობ, სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პოლიტიკური როლი ამ მშვიდობის აღმშენებლობის პროცესში და ახლა ხელში ჩაგვივარდა ისეთი პროექტი, რომლითაც შეიძლება დავბრუნდეთ ამ თამაშში, როგორც სრულფასოვანი მონაწილე", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, “პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს".