აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა, - ინფორმაციას თბილისში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში.

"ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა. მათ განიხილეს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოს ისტორიული ეკლესიებისა და არტეფაქტების შენარჩუნებაში ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნულია განცხადებაში.